ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

Read Time:27 Second

ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „შავ სიას“ დაემატა რვა ცნობილი ბიზნესმენი და ორი კომპანია. ისინი სირიის რეჟიმის მხარდამჭერებად მიიჩნევიან.

„მათ საქმიანობას პირდაპირი სარგებელი მოაქვს ასადის რეჟიმისთვის, მათ შორის იმ პროექტებიდან, რომლებიც განთავსებულია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ჩამორთმეულ მიწებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამგვარად, სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ შედგენილ „შავ სიაში“ ამჟამად უკვე 277 პირი და 71 კომპანიაა შეყვანილი. მათ წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციები მოქმედებს.

ევროკავშირმა სირიის რეჟიმს თავდაპირველად სანqციები 2011 წელს დაუწესა. საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სირიის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური დარეგულირების მხარდამჭერად რჩება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები კიდევ 22 ოჯახს გადასცა
Next post გიორგი მარგველაშვილი – არც ერთი პოლიტიკოსი არ ამაღლებულა იმ სიმაღლემდე, რომ მე გული მატკინოს