კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები კიდევ 22 ოჯახს გადასცა

Read Time:41 Second

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომლითაც ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. მე, როგორც ქალაქის მერს და როგორც რიგით მოქალაქეს, ძალიან მიხარია, რომ ამ ნაბიჯით, განხორციელებული პროექტებითა და პროგრამებით მუნიციპალიტეტი ბევრ ადამიანს ახარებს და აბედნიერებს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და გავაგრძელებთ. ვიცით, რომ ეს პრობლემა ბევრ ოჯახს აწუხებს. დედაქალაქის მერია გამგეობასთან ერთად მზადაა, ყველა ოჯახს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, დაეხმაროს და   ხელი მაქსიმალურად შეუწყოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.კახა კალაძის მერობის პერიოდში, საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 800-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.

მერიის ცნობით, ჭიჭინაძის N10ა-ში 9 ოჯახი 90-იანი წლებიდან ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლეს ფართების დაკანონება. 15-წლიანი ლოდინის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ მუხაძის ქუჩის N15-ში მცხოვრებ 13 ოჯახს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა შეიგნოს, რომ „ქართულ ოცნებას“ კი არა, ქვეყანას აზიანებს და ამით რუსულ საქმეს აკეთებს
Next post ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა