მამუკა მდინარაძე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა შეიგნოს, რომ „ქართულ ოცნებას“ კი არა, ქვეყანას აზიანებს და ამით რუსულ საქმეს აკეთებს
ოკუპანტ ქვეყანას ყოველთვის ექნება ცდუნება, ჩაერიოს საქართველოს საქმეებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ კითხვაზე პასუხისას.
მამუკა მდინარაძის თქმით, ადამიანებმა, რომელსაც საქართველოში ჰგონიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ აზიანებენ, უნდა გაიგონ, რომ ქვეყანას აზიანებენ და ამით რუსულ საქმეს აკეთებენ.
„ოკუპანტ ქვეყანას ყოველთვის ექნება ცდუნება, ჩაერიოს საქართველოს საქმეებში, როგორც აქამდე ერეოდა, უხეშად, როგორც უხეშად ახორციელებს ყველა მოქმედებას, მათ შორის ოკუპაციით დაწყებული. თუ საქართველოში ისეთი ძალები გამოჩნდებიან, რომლებმაც ოღონდ დააზიანონ ხელისუფლება და თავის ქვეყანასაც დააზიანებენ, ეს საქმე კიდევ უფრო გაუიოლდებათ. ამიტომ იქნებ, ვიღაცეებმა გაიგონ და შეიგნონ, რომ ჰგონიათ, ვითომ „ოცნებას“ აზიანებენ, თავისი ქვეყნის დაზიანებით ისინი რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ. პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, რომელმაც თავის დროზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც რუსეთის პოზიცია მყარად იყო წარმოდგენილი. შემდეგ ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებებიც კი არ წარადგინა და ამის გაკეთება ჩვენ მოგვიწია. ისინი ყოველთვის ამ პოზიციაზე იყვნენ. სიტყვით პროდასავლური იყვნენ და საქმით რუსულ საქმეს აკეთებდნენ. ეს ახალი ამბავი არ არის. რაც უფრო ბევრს გააკეთებენ და ბევრ თემაში შეყვებიან ნებისმიერს, პირველ რიგში, ერთმანეთს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ კი არა, ქვეყანას აზიანებს, რუსეთს უიოლდება მით უფრო. მათი ქმედებების ეს ირიბი მხარდაჭერა რუსეთის მიმართ ყოველთვის კარგად ჩანს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სახელწოდებით – „საერთაშორისო უსაფრთხოება და ესტონეთი 2020“ ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული, საქართველო რამდენჯერმე არის ნახსენები. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წელს რუსეთი ჩაერია დასავლეთის ქვეყნების არჩევნებში და სავარაუდოდ, იგივეს გააკეთებს 2020 წელსაც, წელს რუსეთი აუცილებლად იქნება ფოკუსირებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა. „ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა....
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს,...
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა...
თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“...
ნიკა გვარამია: წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ
წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი - შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა...
დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“...