ირაკლი შოთაძე კომიტეტში მომხდარ ინციდენტზე – ნათქვამია: მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა

Read Time:47 Second

გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებისას მომხდარი ინციდენტის გამო თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავისი კრიტიკული პოზიცია. მაგრამ, რეალობა ისაა, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი ძალიან მწარედ ცდებიან. უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ქმედებებით შეურაცხყოფილები მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან. ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. ნათქვამია – მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა“ . ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით სწორედ ესაა“, – აღნიშნა შოთაძემ თავისი ხედვის წარდგენამდე.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთათ. ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. მათ კომიტეტი უკვე დატოვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენა მიუღებელია და მერია მზად არის ინვესტორს ადგილმონაცვლეობა კვლავ შესთავაზოს
Next post მამუკა მდინარაძე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა შეიგნოს, რომ „ქართულ ოცნებას“ კი არა, ქვეყანას აზიანებს და ამით რუსულ საქმეს აკეთებს