კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენა მიუღებელია და მერია მზად არის ინვესტორს ადგილმონაცვლეობა კვლავ შესთავაზოს

Read Time:51 Second

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენა მერიისთვის მიუღებელია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, მერია მზად არის ინვესტორს ადგილმონაცვლეობა კვლავ შესთავაზოს.

„ჩვენი პოზიცია იცით და გაჟღერებულიც არის, რომ ვაკის პარკში მიუღებელია ასეთი შენობა-ნაგებობების განთავსება. საუბარი იყო 9-სართულიან კორპუსზე, რაზეც ჩვენ ვუთხარით არა კონკრეტულ პიროვნებას. ბრიფინგებით საუბარი რაღაც სიახლეა, მე მგონი. მას ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს. ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, თუ მას რეალურად ამის სურვილი აქვს.

იცით, რომ დაგეგმილი გვაქვს ვაკის პარკის რეაბილიტაცია, განახლება თავისი კასკადით. როდესაც უკვე გვექნება პროექტი და გადავალთ სამშენებლო სამუშაოებზე, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება დავჯდეთ და ვისაუბროთ. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაკის პარკში ასეთი მშენებლობების განხორციელება მიუღებელია. ნებართვა უნდა გასცეს დედაქალაქის მერიამ, შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას იქ რამე უნდა აშენდეს თუ არა”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ინვესტორი მერიას ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად რესტორნის აღდგენას სთავაზობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ განაცხადა, ისინი მზად არიან, უარი თქვან სასტუმროს მშენებლობაზე, სანაცვლოდ კი ვალდებულებას იღებენ, აღადგინონ 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“ ისტორიულად არსებული მოცულობისა და ფასადის შესაბამისად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – გიორგი მარგველაშვილი დემოკრატიასთან დაკავშირებით სააკაშვილის ხედვით დაინტერესდა, ჩემთვის წითელი ხაზები ამ დროს იკვეთება
Next post ირაკლი შოთაძე კომიტეტში მომხდარ ინციდენტზე – ნათქვამია: მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა