მამუკა მდინარაძე – გიორგი მარგველაშვილი დემოკრატიასთან დაკავშირებით სააკაშვილის ხედვით დაინტერესდა, ჩემთვის წითელი ხაზები ამ დროს იკვეთება

Read Time:55 Second

გიორგი მარგველაშვილის განცხადებიდან ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი ერთი ფრაზა იყო, როდესაც ის დემოკრატიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ხედვით დაინტერესდა, ჩემთვის წითელი ხაზები ამ დროს იკვეთება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, ესაუბროს მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ხედვა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ასევე მარგველაშვილის თქმით, ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ყველა პოლიტიკოსს, რომელსაც პოლიტიკაში დაბრუნება სურს, საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს მკვეთრი პასუხი, ემიჯნებიან თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს.

„საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქემ დემოკრატიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა წარსულს ჩააბარა და წარსულში დაბრუნება არავის უნდა. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს და გააქტიურდება, არავინ დაბრუნებულა, ის ადამიანები ყოველთვის პოლიტიკაში იყვნენ, ვინც დღეს აქტიურდებიან და ახალი ეტაპის დაწყებას გვიანონსებენ, ჩვენ და საზოგადოებამ ყველას უნდა მოვთხოვით პასუხი იმასთან დაკავშირებით, ემიჯნებიან თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, წარსულს და პირადად მიხეილ სააკაშვილს. ეს იქნება უკვე გამყოფი ხაზიც, წყალგამყოფიც, წითელი ხაზიც და ინდიკატორიც, ყველაზე კარგი საშუალება იმის შესაფასებლად, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე აპირებენ გააქტიურებას ეს ადამიანები“, – განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება ამის შემდეგ იტყვის თავის სიტყვას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე მარგველაშვილზე – პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც
Next post კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენა მიუღებელია და მერია მზად არის ინვესტორს ადგილმონაცვლეობა კვლავ შესთავაზოს