კახა კალაძე მარგველაშვილზე – პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც

Read Time:44 Second

პოლიტიკურ პლასტელინს, არა მგონია, რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, როგორ შეაფასებს ის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის პოლიტიკაში ბევრი ადამიანის ჩართვას მიესალმება.

„რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში, მე მივესალმები ამას. თუმცა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში და იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც მარგველაშვილის მხრიდან მოვისმინეთ, გეტყოდით ჩემს პოზიციას – პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების; მათ შორის სააკაშვილთანაც. მისი განცხადება მოვისმინეთ და დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. ამის შესახებ მარგველაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია – არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, – წერს მარგველაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გაჩეჩილაძე: ჩვენ რა ვქნათ? მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ?
Next post მამუკა მდინარაძე – გიორგი მარგველაშვილი დემოკრატიასთან დაკავშირებით სააკაშვილის ხედვით დაინტერესდა, ჩემთვის წითელი ხაზები ამ დროს იკვეთება