ალექსანდრე თამაზაშვილი-ავაშენებთ ისეთ საქართველოს ,სადაც აფხაზები და ოსები დაბრუნებას აუცილებლად მოინდომებენ
,,ალბათ, საკუთარ ფიქრებში, ყველა ოცნებობს ცხოვრობდეს – ისეთ გარემოში , სადაც საკუთარ ოჯახს დაცულად იგრძნობს.. სადაც ურთიერთობები – სიყვარულზე და ერთმანეთის პატივისცემაზე იქნება აგებული … ვოცნებობთ ისეთ საქართველოზე , სადაც ,როგორც ეთნიკურად ქართველები ან რწმენით მართლმადიდებლები, ისე ყველა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობა თავს სამშობლოს ნაწილად იგრძნობს ..
ალბათ, ფიქრებში, ყველა ვეძებთ იმ გზას თუ გამოსავალს , რითიც ავაშენებთ სამართლიან ქვეყანას .. ისეთს როგორიც ჩვენს დიდ წინაპრებს სურდათ , რომ აეშენებინათ და ამისთვის სიცოცხლეს წირავდნენ საუკუნეების განმავლობაში..
ალბათ ,ძალიან რთულად გვეჩვენება იმის რეალობაში წარმოდგენა, რაზეც ვფიქრობთ და ვოცნებობთ.. ამიტომაც გადის დღეები ,თვეები, წლები და ყოველ დილით ისევ- ისევ იგივე რეალობაში გვიწევს გაღვიძება ..
ყოველდღიურად ვისმენთ აზრებს , გამოსავალს .. ზოგს ვეთანმხებით იმიტომ , რომ
“უნდა” ვეთანმხებოდეთ და ზოგს არ ვეთანმხებით იმიტომ , რომ “არ უნდა “ ვეთანხმებოდეთ .. არადა , გულში ჩვენ ყველას , ჩვენი ფიქრები გვაქვს და სიმწრით გვეცინება ამ ყველაფერზე : “ეჰ ესე არაფერი გვეშველება..”
რაც დრო გადის ვრწმუნდებით , რომ ჩვენ თუ არ გადავდგით “რაიმე “ ნაბიჯი ისე , არაფერი ეშველება ჩვენს ქვეყანას.. და გადავდგით … სხვის მაგივრად ჩვენ ვსაუბრობთ გამოსავალზე და ჩვენს მაგივრად სხვა ფიქრობს : “ ეჰ ესე არაფერი გვეშველება”
ჩვენ, ყველა ერთმანეთს ვგავართ..
ყველას გვაქვს ჩვენი დადებითი და უარყოფითი თვისებები.. ყველას გვწყენია და ყველას გვიწყენინებია..
ჩვენ , ყველას ბევრი საერთო თვისება გვაერთიანებს .. გვაერთიანებს სამშობლო , მაგრამ ყველაზე მეტად , ალბათ უზომო სიყვარული გვაერთიანებს ჩვენი ოჯახების მიმართ…
და თუ მივედით იმ დასკვნამდე , რომ ყველაზე დიდი ერთობა ჩვენი საკუთარი ოჯახების უზომო სიყვარულში გვაქვს.. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ერთობით დიდი ოჯახი ავაშენოთ – ჩვენი სამშობლო.. !
და თუ ჩვენ ვიტყვით , რომ საქართველო ერთი დიდი ოჯახია – მაშინ უნდა ვეცადოთ ისე მოვექცეთ ერთმანეთს, როგორც ჩვენს ოჯახის წევრებს მოვექცეოდით .. ყველა ოჯახშია კამათი აზრთა სხვადასხვაობა .. მაგრამ
სიძულვილი არც ერთში..
თუ გამოგვივა და ჩვენში სიძულვილს დავამარცხებთ , აუცილებლად ავიხდენთ საუკუნეების ოცნებას – ავაშენებთ ისეთ საქართველოს , როგორიც ჩვენს ოცნებებშია და სადაც ჩვენი ოჯახის წევრები – აფხაზები და ოსები დაბრუნებას აუცილებლად მოინდომებენ ❤️” – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი