17 თებერვალს, თბილისში მცირე თოვლია მოსალოდნელი , 18 თებერვლიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს

Read Time:34 Second

18 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში 17 თებერვალს მცირე თოვლია მოსალოდნელი. 18,19, 20 თებერვალს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი ტემპერატურა, +2 – +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლიც კახეთის რეგიონში. კვლავ შენარჩუნდება ღამით ყინვები . დასავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე მოიმატებს.

დღეს ღამით, თბილისში -3 გრადუსი იქნება. ხვალ დღისით კი მცირე, ხანმოკლე თოვლი და ნისლი იქნება შესაძლებელი თბილისში. შესაძლოა ყველგან არც იყოს. ჰაერის ტემპერატურა კი +6 გრადუსამდე გათბება.

18 და 19 თებერვალს უნალექო ამინდია მთელს საქართველოში, დასავლეთში დღის ტემპერატურა +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში +13 გრადუსამდე. თბილისში 18 თებერვალს +10 გრადუსია მოსალოდნელი, 19 თებერვალს კი +14 გრადუსი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია
Next post ალექსანდრე თამაზაშვილი-ავაშენებთ ისეთ საქართველოს ,სადაც აფხაზები და ოსები დაბრუნებას აუცილებლად მოინდომებენ