ივანე მაჭავარიანი: კეთილდღეობის მისაღწევად სხვა ფორმულა არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა
ივანე მაჭავარიანი: კეთილდღეობის მისაღწევად სხვა ფორმულა არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა
კეთილდღეობის მისაღწევად სხვა ფორმულა არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი განცხადებით, დამატებით არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია ინკლუზიურობის მიღწევა.
„ხშირად არის საუბარი, როდის იგრძნობს ქვეყნის ამა თუ იმ წარმატებას თითოეული ოჯახი. მესმის, რომ ერთდროულად და თანაბრად ეს ზრდა ყველაზე სწრაფად ვერ აისახება, თუმცა სხვა ფორმულა და გამოსავალი არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ დაბალი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ სხვა ტიპის გადანაწილებით, მეთოდით, მექანიზმით მალე მივაღწევთ კეთილდღეობას – ტყუილია, ბუნებაში შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ არა მარტო 5% პროცენტიანი ზრდა, არამედ უნდა ვეცადოთ მივაღწიოთ უფრო მაღალ ზრდას. ასევე, თავისთავად, არის უამრავი სხვადასხვა მექანიზმი, რომლითაც ეს ზრდა შეიძლება უფრო ინკლუზიური გავხადოთ. ამ შემთხვევაში, იგულისხმება მცირე ბიზნესის, სხვადასხვა საოჯახო მეურნეობების დახმარება. იმ ტიპის აქტივობები, რომლებიც მრავალია როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში. შესაბამისად, ეს არის ის მექანიზმები, რომლითაც ჩვენ შევეცდებით უფრო დავასტიმულიროთ მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის როლიც გადამწყვეტია ინკლუზიურობისთვის“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პოზიტიური შეფასებები, მნიშვნელოვანია ასევე ინვესტორებისთვისაც, რომლებიც გამოხატავენ დიდ დაინტერესებას ქვეყნის მიმართ.
„სულ რამდენიმე კვირის წინ, დავოსში გახლდით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად. გვქონდა მრავალი შეხვედრა. ინტერესი ნამდვილად არის საქართველოს მიმართ სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, არიან ისეთი ინვესტორები, რომლებსაც ჩვენ ინსტიტუციურ ინვესტორებს ვეძახით და რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ფასიანი ქაღალდების მიმართ აქვთ ინტერესი, ამიტომ ჩვენ უნდა განვავითაროთ კაპიტალის ბაზარი და მაქსიმალურად გავხსნათ ეს მიმართულება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამას ემსახურება ქვეყანაში დანერგილი საპენსიო რეფორმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...