აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ირანს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების „კარგი ნიშნები“ არსებობს. თუმცა რუბიომ აღნიშინა, რომ „არ სურს, ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი იყოს“.
მისივე თქმით, პაკისტანის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების პროცესში პროგრესის მიუხედავად, ვაშინგტონს საქმე აქვს „სისტემასთან, რომელიც თავისთავად გარკვეულწილად დაშლილია”.
რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი დიპლომატიური შეთანხმება შეუძლებელი იქნება, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გავლის სანაცვლოდ გადასახადს დააწესებს.
„მსოფლიოში არავინ არის გადასახადის სისტემის მომხრე. ეს არ შეიძლება მოხდეს. ეს მიუღებელი იქნება. თუ ისინი გააგრძელებენ ამისკენ სწრაფვას, ეს დიპლომატიურ შეთანხმებას შეუძლებელს გახდის. ასე რომ, ეს მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. თუ ისინი ამის გაკეთებას ცდილობენ, ეს სრულიად უკანონოა“, – განუცხადა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს.

