ხუთშაბათი, მაისი 21, 2026

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 22 მაისს, პატრიარქი შიო III სადღესასწაულო წირვას შიომღვიმის მამათა მონასტერში აღავლენს.

„ამა წლის 22 მაისს, ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სადღესასწაულო წირვას აღავლენს შიომღვიმის მამათა მონასტერში.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე – გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა

გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, „როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიწიური ცხოვრება არის დროებითი მგზავრობა“.„ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ამაღლების დიდებულ დღესასწაულს! მამაო კახაბერ, მადლობა მოლოცვისთვის, თბილი სიტყვებისთვის. თქვენ რაც ბრძანეთ, რომ აქ ნუგეშობს, ლოცულობს და სულს იცხონებს მრავალი ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს არის თქვენი დამსახურებაც, მათ შორის და იმ სამღვდელოების, რომელიც აქ, უკვე წლებია, მოღვაწეობს. მეც მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღვაწლისთვის, თქვენი მისიონერული და სამოძღვრო საქმიანობისთვის, რომელიც ესოდენ სასარგებლოა ჩვენი ეკლესიისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მოვლენას, როდესაც უფალი იესო ქრისტე ბოლოჯერ ესაუბრება თავის მოციქულებს, უკანასკნელად ეცხადება და უბრძანებს მათ, რომ იერუსალიმში დაელოდონ სულიწმინდის გარდამოსვლას. შემდეგ მიჰყავს ისინი ელეონის მთაზე, აკურთხებს და მათ თვალწინ იწყებს ზეცად ამაღლებას. ისინი, ამის მხედვარნი, გაოგნებულნი არიან. მათ გამოეცხადათ ორი ანგელოზი და უთხრა: „კაცნო გალილეველნო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას, იესო, რომელიც თქვენგან ზეცად ამაღლდა, ასევე მოვა, როგორც ამაღლდა ზეცად“ (საქმ. 1, 11). სახარება მოგვითხრობს, რომ ისინი ბრუნდებიან იერუსალიმში ძალიან დიდი სიხარულით. თითქოს განშორება მოხდა უფალთან, დამთავრდა ის მათი ყოველდღიური ბედნიერება იესო ქრისტესთან საუბრების და ურთიერთობის. მაშ, რა ახარებდა მათ? რატომ ჰქონდათ ასეთი დიდი სიხარული? ჩვენც რატომ ვზეიმობთ ამ დიდ მოვლენას? პირველ რიგში, უფალი იესო ქრისტე დაჰპირდა მათ სულიწმინდის მოვლინებას, სულიწმინდის მიცემას. შემდეგ, განსაკუთრებით ამ მოვლენის მერე, მათ განუმტკიცდათ, გაუმყარდათ რწმენა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ნამდვილად ძე ღვთისა და გამოჩნდა, რომ მასში ორი ბუნებაა: საღვთო და კაცობრივი. ასევე, უფალმა აღუთქვა მათ, რომ მუდამ მათთან ერთად იქნება: „მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მთ. 28, 20) – ხომ გახსოვთ ეს სიტყვები? მაგრამ ეს სიტყვები არ იყო განკუთვნილი მხოლოდ მოციქულებისთვის, იმიტომ, რომ ისინი გარდაიცვალნენ, მაგრამ სოფლის აღსასრული ჯერ არ დამდგარა, ხომ სწორია? მაშასადამე, ეს სიტყვები განკუთვნილია ყველა დროის ქრისტიანისთვის, ყველასთვის არის!მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს. თავისი მადლით, თავისი სიტყვით, სიყვარულით ის არის ჩვენში, ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს. ზოგიერთი ჩვენგანი მის მყოფობას თუ ვერ ამჩნევს, ვერ გრძნობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მიზეზი არის ჩვენში: ან საკმარისად არ გვიყვარს იგი, ან არ ვფიქრობთ მასზე და ამიტომ ეს მადლიც გვაკლია, ამიტომ ვერ ვგრძნობთ მის მყოფობას, სიახლოვეს. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩემში ეს მიზეზი? ამას უფალს რომ ვკითხავთ, აუცილებლად დაგვანახებს, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ უფრო მეტად და მეტად ვიგრძნოთ უფლის სიახლოვე და მისი სიყვარული.კიდევ ერთ საიდუმლოსთან არის დაკავშირებული უფლის ზეცად ამაღლების მოვლენა. ეს არის აღთქმა იმისა, რომ იგი მეორედ მოვა დედამიწაზე, მეორედ მოვა, როგორც მეუფე და მსაჯული. როგორც იცით, უკვე დიდებით იქნება მისი მოსვლა, მაგრამ ამ მოვლენის დღისა და საათის შესახებ, როგორც თავად უფალი ბრძანებდა, არავინ იცის, მხოლოდ ზეციურმა მამამ უწყის ეს. არის ცნობილი მხოლოდ ზოგიერთი ნიშანი და წინაპირობა მისი მეორედ მოსვლის.ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს დიდი მოვლენა შთაგვაგონებს, რომ, როგორც მოციქული პავლე ამბობს, ჩვენი მოქალაქობა ზეცაშია, საიდანაც მოველით ჩვენს მაცხოვარს, იესო ქრისტეს (ფილ 3, 20); გვმართებს, ვფიქრობდეთ ზეცისას და არა მიწისას, მივისწრაფოდეთ ზეციურისკენ, სადაც მარჯვენით ღვთისა ბრძანდება უფალი ჩვენი იესო ქრისტე (კოლ 3, 2-1). როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიწიური ცხოვრება არის დროებითი მგზავრობა. წმინდა იოანე ოქროპირი ძალიან ხშირად ამბობს ამას და ჩვენი ნამდვილი, მარადიული სამშობლო არის ზეცაში.კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალმა ინებოს თქვენი სულიერი ამაღლება, ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს სულიერი ამაღლება, გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა, ამინ!“ – განაცხადა შიო მესამემ.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ დიპლომატიური შეთანხმება არ შედგება, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემების გავლისთვის გადასახადს დააწესებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ირანს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების „კარგი ნიშნები“ არსებობს. თუმცა რუბიომ აღნიშინა, რომ „არ სურს, ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი იყოს“.მისივე თქმით, პაკისტანის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების პროცესში პროგრესის მიუხედავად, ვაშინგტონს საქმე აქვს „სისტემასთან, რომელიც თავისთავად გარკვეულწილად დაშლილია”.რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი დიპლომატიური შეთანხმება შეუძლებელი იქნება, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გავლის სანაცვლოდ გადასახადს დააწესებს.„მსოფლიოში არავინ არის გადასახადის სისტემის მომხრე. ეს არ შეიძლება მოხდეს. ეს მიუღებელი იქნება. თუ ისინი გააგრძელებენ ამისკენ სწრაფვას, ეს დიპლომატიურ შეთანხმებას შეუძლებელს გახდის. ასე რომ, ეს მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. თუ ისინი ამის გაკეთებას ცდილობენ, ეს სრულიად უკანონოა“, – განუცხადა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს.

„როიტერი“ – ირანის სულიერმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ გამოსცა დირექტივა, რომლის მიხედვითაც, შეიარაღებისთვის ვარგისი ურანი ქვეყნიდან არ უნდა გაიტანონ

ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ გამოსცა დირექტივა, რომლის მიხედვითაც, ირანის შეიარაღებისთვის ვარგისი ურანი ქვეყნიდან არ უნდა გაიტანონ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.„უზენაესი ლიდერის დირექტივა და ქვეყნის შიგნით არსებული კონსენსუსი არის ის, რომ გამდიდრებული ურანის მარაგი არ უნდა გავიდეს ქვეყნიდან“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ „როიტერს“ ანონიმურობის დაცვით.მისივე თქმით, ირანის მაღალი თანამდებობის პირები მიიჩნევენ, რომ ურანის საზღვარგარეთ გაგზავნა ქვეყანას უფრო დაუცველს გახდის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მომავალი თავდასხმების მიმართ.როგორც გამოცემა წერს, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის ბრძანებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გააღიზიანოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებები გაართულოს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია – „ერთფაზა მოკლე შერთვის სიგნალების რეგისტრაცია, გარდაქმნები და ანალიზი”, გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტებისათვის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ქვრივიშვილმა საჯარო ლექცია - „ერთფაზა მოკლე შერთვის სიგნალების რეგისტრაცია, გარდაქმნები და ანალიზი”, გამართა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, ლექცია შეეხებოდა თანამედროვე ელექტროენერგეტიკული სისტემების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ მიმართულებას - ავარიული რეჟიმების კვლევას, სიგნალების ციფრულ დამუშავებასა და ელექტროსისტემების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ერთფაზა მოკლე შერთვის პროცესების წარმოშობის მიზეზები, მათი ფიზიკური ბუნება და ის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ავარიული სიგნალების რეგისტრაციისა და ანალიზისთვის.პროფესორმა მალხაზ ქვრივიშვილმა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო სიგნალების გარდაქმნის თანამედროვე მიდგომები, დროითი და სიხშირობრივი ანალიზის მეთოდები, ასევე რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემებში გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიები. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოსისტემების საიმედოობისა და უსაფრთხოების საკითხებს, რადგან ერთფაზა მოკლე შერთვა ელექტროენერგეტიკულ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ავარიულ შემთხვევად მიიჩნევა.ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, ასოცირებული პროფესორის მალხაზ ქვრივიშვილის საჯარო ლექცია საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტის - „ენერგეტიკის ღია სივრცე“, ფარგლებში ჩატარდა. როგორც პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე აცხადებს, ფაკულტეტი აქტიურად მუშაობს სტუდენტებისთვის ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე, რომელიც მათ თანამედროვე ტექნოლოგიებთან და რეალურ საინჟინრო გამოწვევებთან დააკავშირებს. მისი თქმით, საჯარო ლექციები, დისკუსიები და სამეცნიერო შეხვედრები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას შეუთავსონ და დარგში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციები უკეთ გაიაზრონ.„ერთფაზა მოკლე ჩართვის სიგნალების რეგისტრაციისა და ანალიზის საკითხები როგორც თეორიული თვალსაზრისით ასევე პრაქტიკულ დატვირთვასაც მნიშვნელოვანია, რადგან ელექტროენერგეტიკული სისტემების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება დამოკიდებულია ავარიული პროცესების დროულ აღმოჩენასა და სწორ მართვაზე. თემის აქტუალობას ზრდის ისიც, რომ დღეს ენერგოსისტემები უფრო მეტად ავტომატიზებული და ინტეგრირებულია ციფრულ ტექნოლოგიებთან. ამიტომ ინჟინრისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ არის საკმარისი, საჭიროა სიგნალების ანალიზის თანამედროვე მეთოდების ცოდნა, მონაცემთა ინტერპრეტაცია და პრაქტიკაში გამოყენება. აღნიშნული საკითხების შესწავლა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიგონ ელექტრული პროცესების ბუნება და პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენონ ინოვაციური დიაგნოსტიკური საშუალებები“, - აცხადებს დეკანი.ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“, ყოველ ოთხშაბათს იწვევს სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს საჯარო ლექციაზე.

მეუფე იაკობი – სანამ ღმერთთან ერთობა გვაქვს, ეკლესიაშიც ერთობაა და ამის დარღვევა არ სცადოთ, თორემ ცუდს მიიღებთ – ხელისუფლებები ხშირად, ეკლესიას კონკურენტად მოიაზრებენ, მაგრამ...

სანამ ღმერთთან ერთობა გვაქვს, ეკლესიაშიც ერთობაა - რაღაც-რაღაცებით ამ ერთობის დარღვევა არ სცადოთ, თორემ ვინც ეცდება, ცუდს მიიღებს,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა, რომელმაც ეკლესიის მართვა იცის.„უწმინდესმა ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა. ეკლესიის მართვაც ვიცით. ჩვენ რაც გვეხება, ის მოგვთხოვეთ. ძალიან ხშირად ისეთ რამეს გვთხოვთ ხოლმე, რაც თქვენი საქმე არ არის. უშუალო საქმეს ნუ მოწყვეტთ, თორემ დანარჩენშიც თქვენთან ერთად ვიქნებით, ძალები არ გაგვაფანტვინოთ. ერთად უნდა ვიაროთ, ურთულესი პერიოდია და ეს პერიოდი ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. სანამ ღმერთთან ერთობა გვაქვს, ეკლესიაშიც ერთობაა. რაღაც-რაღაცებით ამ ერთობის დარღვევა არ სცადოთ, თორემ ვინც ეცდება, ცუდს მიიღებს. ვინმესთვის ცუდი გვსურს? არავისთვის“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.ამასთან, მეუფე იაკობმა ქადაგებისას პატრიარქად შიო მესამის გამორჩევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კათოლიკოსი სულიწმიდის მიერ არის გამორჩეული.„ჩვენთან ჩატარდა არჩევნები. ნახეთ, რომ განსხვავებული აზრები იყო. რიცხვებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია აზრები განსხვავებული იყო, მაგრამ რა მოხდა- ყველამ ვაღიარეთ ღვთის ნებად ის, რაც უმრავლესობამ მიიღო, რადგან სულიწმიდით იყო მოწოდებული და ჩვენი უწმინდესიც სულიწმიდის მიერ არის გამორჩეული. ჩვენ კი მივიღეთ მონაწილეობა თითოეულმა ჩვენგანმა, ზოგმა იმას მისცა ხმა, ზოგმა იმას, მაგრამ საბოლოოდ, დღეს აბსოლუტურად ყველა ვაღიარებთ, რომ ის არის ჭეშმარიტი დღევანდელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი. თუ გადახედავთ ტელევიზიებს, თავი მორწმუნეები რომ ჰგონიათ, შეხედეთ ჩვენთან როგორი სიტუაცია იყო და რა ღირსეულად გამოვიდა ეკლესია. მინდა ცოტა სხვა თვალით შეგახედოთ ამას, რადგან დავდგებით ხოლმე და ისეთ რაღაცაზე ვსაუბრობთ, ვეპოტინებით, რაც ჩვენი საქმე არ არის. არ ვიცით რაღაც, არ გვესმის, სულიერი წვდომა არ გვაქვს. ცხოვრებისეული სიბრძნე სხვა არის და ღვთაებრივი სიბრძნე აბსოლუტურად სხვა. თავიდან წავიდა დებულების კრიტიკა, რატომ არის მაგალითად 70 წელი ჩაწერილი, რაც "ჩამკეტი" იყო რეალურად. რატომ არის,რომ უმაღლესი განათლება მოეთხოვება? ნუთუ შეიძლება ეპისკოპოსები გაუნათლებლები იყვნენ? აქ მთავარი რა იყო-საბოლოოდ, როცა არჩევნები ჩატარდა, ჩვენ ყველა ღვთის ნების ძიებაში ვიყავით, აბსოლუტურად ყველა. ვერავინ იტყოდა, მე ვიცი ღვთის ნებაო. მით უმეტეს, ჩვენ ისეთი პატრიარქი გვყავდა, არ იკადრებდა იმას, რაც სულიწმიდის გადასაწყვეტი იყო, თვითონ ეთქვა, ასე მოიქეცით და ისე უნდა იყოსო. ამიტომ, ჩვენ უნდა გამოგვერჩია ვინ უნდოდა ღმერთს. 15 ადამიანს შეეძლო ამ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. 15-დან 9-მ საბოლოოდ უარი თქვა. 6 იყო, ჩატარდა ტური და 3 ადამიანი გამოვიდა. საბოლოოდ, აქ დამარცხებული არავინ არის, ეკლესიამ გაიმარჯვა იმიტომ, რომ მთავარია ღვთის ნება გავიგეთ. ღვთის ნებას როცა გაიგებ და აღასრულებ, ამაზე დიდი არაფერი არის, თორემ ის, რომ ვიღაცას ვიღაც უფრო მეტად უყვარს,ეს არაფერი არის ღვთის წინაშე . ეს ისეთი ჯვარია, ყველას არ შეგვიძლია მისი ტვირთვა. ყველა აბსოლუტურად ღირსეული იყო, ჩემ გარდა, 38 ყველა ღირსეული იყო. თქვენ გგონიათ იმიტომ იყო საუბრები, რომ ვიღაცას მაინც და მაინც პატრიარქობა უნდოდა? ყველას უნდოდა რაღაცაზე უარი ისე არ ეთქვა და ღვთის ნების წინააღმდეგ არ წასულიყო. რატომ არის შეზღუდვა 70 წელზე? რატომ არის, რომ დიპლომი სჭირდება? ყველა ამის განკითხვაში ვიყავით, ვისაც სიმპათიები გვქონდა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ღირსეულები არიან. ძალიან მიყვარს ის მეუფეები. რაც მოხდა, მის მერე უფრო შევიყვარე“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.მან აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატებმა საბოლოდ გამოცდა ჩააბარეს.„ჩვენთან იყო 70 წელი და დიპლომი, მაგრამ დავიწყეთ: „რატომ, ის ხომ ღირსეულია? ისიც ხომ ღირსეულია, ვისაც დიპლომი არ აქვს, მაინც და მაინც ქაღალდია საჭირო?” შეხედეთ, თუ იქ ადამმა და ევამ გამოცდა ვერ ჩააბარა, ჩვენს სინოდში იმ ადამიანებმა გამოცდა ჩააბარეს. დავიჯერეთ, რომ ღვთის განგებით იყო. შეხედეთ, ღვთის ხელში ხართ მოხვედრილი. ღვთაებრივმა სიბრძნემ გაიმარჯვა და არა ადამიანების , რომ ის ძლიერია და ის ძლიერია. ღმერთის გარდა, ძლიერი არავინ არის. იმიტომ არიან ჩვენი მეუფეები ძლიერები, რომ ეს ყველამ დაინახა. როდესაც უწმინდესი შიო რეგალიებს იღებდა, ის ადამიანები, რომლებიც კანდიდატები იყვნენ ან მოიაზრებოდნენ, ყველამ სიხარულით გადასცა. ძმები ვართ ჩვენ, მით უმეტეს ერთი ადამიანის ნაკურთხები ვიყავით. ქრისტე სხვას არაფერს გვასწავლის. ჩვენ არ ვიბრძვით ამ ქვეყანაზე პირველობისთვის. ხშირად სხვადასხვა ხელისუფლებები ეკლესიას კონკურენტად, ძალაუფლების განყოფად მოიაზრებენ. მერწმუნეთ, ქართული ეკლესია ამაში არ მონაწილეობს იმიტომ, რომ ქრისტეს გზას მივყვებით. მიწიერი დიდება ჩვენთან, უმრავლესობაში არაფერი არის. ჩვენმა ეკლესიამ ხალხთან ერთად ჩააბარა გამოცდა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოლო სიახლეები