აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის წინადადებაზე ირანის პასუხს გაეცნო და უკმაყოფილოა.
მისი თქმით, თეირანის პასუხი მიუღებელია.
„ახლახან წავიკითხე ირანის ე.წ. წარმომადგენლების პასუხი. ეს არ მომწონს – სრულიად მიუღებელია!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის წინადადება ითვალისწინებდა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მანამდე, ვიდრე დაიწყებოდა მოლაპარაკებები უფრო სადავო საკითხებზე, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

