საბერძნეთის კუნძულ ეგინაზე 20 თვის გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა მას შემდეგ, რაც ტრადიციული სააღდგომო პურის, „ცურეკის“ ნაჭერი გადასცდა. შემთხვევა ბავშვის სახლში მოხდა, როდესაც ბავშვმა მოულოდნელად სუნთქვა ვეღარ შეძლო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მშობლებმა პატარა სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრში, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს. თავდაპირველად ბავშვის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა მალევე კვლავ დამძიმდა. მოგვიანებით მისი გადაყვანა პირეოსის საავადმყოფოში სანაპირო დაცვის კატერით განხორციელდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ტრაგედიამ მთელი ადგილობრივი საზოგადოება შეძრა. ბერძნული მედია და ექიმები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მცირეწლოვანი ბავშვების კვებას, რადგან მყარი ან წებოვანი საკვები პატარა ასაკში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

