ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ დიალოგი დანებებას არ ნიშნავს და ქვეყანა მტრის წინაშე თავს არასდროს დახრის.
მისივე თქმით, ირანის მიზანს ერის უფლებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა წარმოადგენს.
„ჩვენ არასდროს დავხრით თავს მტრის წინაშე და თუ დიალოგზე ან მოლაპარაკებაზე საუბარი დაიწყება, ეს დანებებას ან უკან დახევას არ ნიშნავს. პირიქით, მიზანია ირანელი ერის უფლებების და ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვა“, – წერს ირანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

