ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

დიმიტრი ცქიტიშვილი – არ არის ეს რეჟიმი ძლიერი, ჩვენი სისუსტე არის მათი სიძლიერე – რაც 4 ოქტომბერს მოხდა, ის აღარ უნდა მოხდეს, ერთი ქმედება უნდა იყოს და არა სამი, როგორც 4 ოქტომბერს იყო

არჩევნებით არანაირი შედეგი არ დაიდო, ბოიკოტი ვერ შედგა, რევოლუცია ისეთი ცარიელი აღმოჩნდა, რომ უბრალოდ შარში გახვია ადამიანები და მეტი არაფერი. არცერთი არ აღმოჩნდა გამარჯვების ფორმულა, არანაირი შედეგი არ მოიტანა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნულმა პროცესებმა საზოგადოებაში „შოკი მოიტანა“, ხოლო „ქართული ოცნება“ „შიგნიდან გაძლიერდა, რიხი მიეცა“.

„როდესაც სამი სხვადასხვა სტრატეგიით მიდიხარ, ბოიკოტით, არჩევნებით და რევოლუციით, რა თქმა უნდა, დაბნეულობას იწვევს. არცერთი არ აღმოჩნდა გამარჯვების ფორმულა, არცერთმა არანაირი შედეგი არ მოიტანა. არჩევნებით არანაირი შედეგი არ დაიდო, ბოიკოტი ვერ შედგა, რევოლუცია ისეთი ცარიელი აღმოჩნდა, რომ უბრალოდ შარში გახვია ადამიანები და მეტი არაფერი. მართლა წარმოუდგენელი რაღაც მოხდა და მე ვფიქრობ, რომ ამან ძალიან დიდი შოკი მოიტანა საზოგადოებაში. ვიღაცები არ გატყდნენ და ქუჩაში პროტესტს აგრძელებენ, მაგრამ „ქართული ოცნების“ დღევანდელ ხელისუფლება შიგნით აშკარად გაძლიერდა, ფაქტია, რომ მას შემდეგ უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგეს, რიხი მიეცათ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ წარმატების მისაღწევად ერთი სტრატეგიით უნდა იმოქმედოს „ერთი ქმედება უნდა იყოს და არა სამი, როგორც 4 ოქტომბერს იყო“.

„შიდა პროცესებში უფრო შოკური ვითარებაა, ვიდრე სტაგნაციური და არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება. ქვეყნის შიდა და გარე ფაქტორების თანხვედრაში არის წარმატების ფორმულა. ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, თითოეული ადამიანი, ვინც ვართ მძევლები, ეს მდგომარეობა არის მძიმე და ვინც პატიმარია, ყველაზე მძიმე. რომ ელოდები, რომ ერთ თვეში უკვე გარეთ უნდა გახვიდე და ამ დროს გეუბნებიან, რომ შეიძლება 15 წლით უნდა დარჩე, ძალიან მძიმეა. ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიქნებით, სანამ არ მოხდება გარკვეული კონფიგურაციის ისეთი ჩამოყალიბება, რომ ამ რეჟიმს შევეწინააღმდეგოთ.

არ არის ეს რეჟიმი ძლიერი, ჩვენი სისუსტე არის მათი სიძლიერე. რაც 4 ოქტომბერს მოხდა, ის აღარ უნდა მოხდეს. იქ თუ იყო 4 სტრატეგია, უნდა იყოს ერთი. ალბათ ვერ გავერთიანდებით, რაც არ უნდა ვიძახოთ, გაერთიანების წინაპირობა არ ჩანს. ოპოზიციაში ერთიანობის არანაირი წინაპირობა არ ჩანს და მგონია არარეალისტური, მაგრამ მგონია, რომ შესაძლებელია ერთიან სტრატეგიაზე გადასვლა. ერთი ქმედება უნდა იყოს და არა სამი, როგორც 4 ოქტომბერს იყო“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯოზეფ ბორელი – მხარდაჭერას გამოვხატავ ესპანეთის მიმართ აშშ-სა და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის დაგმობისა და ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვაზე უარის გამო

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მხარდაჭერას უცხადებს ესპანეთის ხელისუფლებას, რომელმაც მისი თქმით, აშშ-ს ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვა არ მისცა. ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.„სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ ესპანეთის მთავრობის მიმართ აშშ-სა და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის დაგმობასა და ესპანეთ-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე ნებართვის არ მიცემის გამო. ეს ევროკავშირის საფუძვლად დადებული პრინციპებისა და ეროვნული სუვერენიტეტის დადასტურებაა“, –  წერს ჯოზეფ ბორელი.ცნობისთვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ „ესპანური საზოგადოება ირანის რეჟიმის წინააღმდეგია, ამავდროულად, წინააღმდეგია გაუმართლებელი, საშიში სამხედრო ჩარევის, რომელიც საერთაშორისო სამართალს სცდება“. 

დიმიტრი ცქიტიშვილი – დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში

დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში. ეს არ არის ორდღიანი სამხედრო ოპერაცია, როგორც შარშან იყო, რა მასშტაბებს მიიღებს, არ ვიცით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ამ ფონზე საქართველო მარტო არის დარჩენილი პარტნიორების გარეშე."ის, რომ საქართველო მარტო არის დარჩენილი და რეალური პარტნიორები არ გვყავს, ეს მთავარი პრობლემაა დღეს. მეორეა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანი ის არის, რაც არის და ბოლო ათეული წელია, ასეა, შესაძლებელი იყო გარკვეული ეკონომიკური თანამშრომლობის გარკვეული ფორმატები, მაგრამ არა იმ ხარისხის და ფორმატის, როგორიც მივიღეთ.დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში. ეს არ არის ორდღიანი სამხედრო ოპერაცია, როგორც შარშან იყო, რომელმაც ზიანი მიაყენა ირანის ატომურ პროგრამას და ამით დამთავრდა, ეს უფრო განგრძობითი პროცესია, როგორც გამოცხადდა, მინიმუმ, ოთხკვირიანი გეგმაა. რა განვითარდება და რა მასშტაბებს მიიღებს, ეს ჯერ არ არის ცნობილი", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.28 თებერვალს, ისრაელმა, შეერთებულ შტატებთან ერთად, ირანს დაარტყა. ღამით თეირანმა ოფიციალურად აღიარა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად. ამჟამად საომარი მოქმედებები გრძელდება.

კახა კალაძე – მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, რიადიდან ჩამოვფრინდით სტამბოლის აეროპორტში და თბილისში ვბრუნდებით – მშვიდობას ვუსურვებ მსოფლიოს, ჩვენს ქვეყანას, ამაზე ძვირფასი არაფერია

მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, რიადიდან ჩამოვფრინდით სტამბოლის აეროპორტში და თბილისში ვბრუნდებით - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში განაცხადა.მანვე განმარტა, რა გზით არის შესაძლებელი ქართველების საქართველოში დაბრუნება მასკატიდან და რიადიდან.კალაძემ პრემიერ-მინისტრს ჩარტერული რეისების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა."გადავწყვიტე ვიდეო ჩამეწერა, რადგან უამრავი ადამიანი რეკავს, უამრავი ადამიანი კითხულობს, სად ვართ, როგორ ვართ, როდის ვბრუნდებით თბილისში. ახლა, მე, ჩემი მეუღლე და ჩემი პატარა შვილი - ნიკოლა სტამბოლის აეროპორტში ვართ და ვბრუნდებით თბილისში. რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, მართლაც ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე დუბაიში, აბუ-დაბიში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობამ ჩარტერული რეისები დააორგანიზა, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება. აუცილებლად, ვისაც სურვილი გაქვთ, უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და გამოიყენეთ აღნიშნული შესაძლებლობა. ფრენები არის ომანიდან, ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა იყო, უამრავი ზარი იყო ანუკასთან - კითხვები თუ როგორ შეიძლება ომანში მოხვედრა. მანქანით ყოველგვარი პრობლემების გარეშე, გზა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ფრენები არის მასკატიდან. ჩვენ რიადში გადავფრინდით და ახლა ჩამოვფრინდით სტამბოლში. დღეს ღამე ვიქნებით თბილისში.მინდა, მშვიდობა ვუსურვო მსოფლიოს, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, მგონი, ყველა ვხვდებით, რომ ამაზე ძვირფასი არაფერია. მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ემანუელ მაკრონი – აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ვერ დავეთანხმებით

აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ვერ დავეთანხმებით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავისზე დაგვწყდება გული“, – განაცხადა მაკრონმა.საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას ასევე განაცხადა, რომ ირანს ეკისრება „მთავარი პასუხისმგებლობა“ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაზე.

ემანუელ მაკრონი – ომისთვის მთავარი პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება, ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს, არავისზე დაგვწყდება გული

საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ირანს ეკისრება „მთავარი პასუხისმგებლობა“ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაზე.„ამ სიტუაციაზე უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო  მიმართვაში.მან ახსენა ირანის „სახიფათო ბირთვული პროგრამა“, თეირანის მიერ ლიბანში და იემენში „ტერორისტული დაჯგუფებების“, ხოლო ერაყში მეამბოხეების მხარდაჭერა და „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება“.„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავისზე დაგვწყდება გული“, – განაცხადა მაკრონმა.

ბოლო სიახლეები