რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხში აღმოჩნდა, ამიტომ უკრაინას ქალაქების ცენტრებზე მიზანმიმართული თავდასხმებით ატერორებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა.
კაია კალასმა რუსეთის ქმედებებს ტერორისტული აქტი უწოდა.
„ეს არის საზარელი ტერორისტული აქტები, რომელთა მიზანია, რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი იყენებს „ორეშნიკის“ ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს, სისტემებს, რომლებიც ბირთვული ქობინების გადასატანად არის განკუთვნილი. ეს არის პოლიტიკური დაშინების ტაქტიკა და ბირთვულ ზღვარზე უგუნური თამაში“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების გზებს განიხილავენ.

