23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა
23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიასა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
თბილისის მერიის ცნობით, დღეს 12:00 საათიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
20-ზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით წარმოადგენს. მთელი დღის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში თანამედროვე ქართველ ავტორებთან შეხვედრები, ახალი გამოცემების წარდგინებები, ასევე, წიგნებთან, განათლებასთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული აქტივობები გაიმართება.
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა. უკვე 16 წელია წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება. 2003 წლიდან კი საქათველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ...
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბაკალავრო პროგრამით „სატყეო საქმე“, საერთაშორისო პროექტში – DUGEOR მონაწილეობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, საერთაშორისო პროექტში DUGEOR მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, DUGEOR...
სტუ-ის რექტორმა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორს, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერს შეხვდა. შეხვედრას სტუ-ის...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, დოქტორ შირო ნაკატას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის უმაღლესი განათლების გლობალური პრაქტიკის ეკონომისტს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დოქტორ შირო ნაკატას...
სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფს შექმნიან, რომელიც საორგანიზაციო-ტექნოლოგიური საკითხების, ასევე, საგანმანათლებლო...