‘მან მეტოქის სიცოცხლე იხსნა!’ – ჯანო ანანიძის გმირობას ევროპული მედია ეხმაურება
- საქართველო-შვეიცარიის მატჩის ერთი ეპიზოდი ყურადღების ცენტრში მოექცა
- ჯანო ანანიძემ გონდაკარგულ ფაბიან შერს პირველადი დამხარება აღმოუჩინა
- ქართველი ფეხბურთელის საქციელი ევროპულმა მედიამ გმირობად შეაფასა
საქართველო-შვეიცარიის მატჩის (0:2) ერთი ეპიზოდი უცხოური მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, მისი მონაწილე ჯანო ანანიძე კი გმირად შეირაცხა.
23 მარტს, “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრის 24-ე წუთზე, საჰაერო ორთაბრძოლისას, ჯიმი ტაბიძე და ფაბიან შერი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. ფეხბურთელები გაზონზე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით საგანგაშო კი შვეიცარიელი მცველის მდგომარეობა ჩანდა, რომელმაც გონება დაკარგა.
მეტი ამ თემაზე: შვეიცარიის ნაკრების მცველმა დინამო არენაზე სიკვდილს თვალებში ჩახედა
მოედანზე სამედიცინო ბრიგადები გამოჩნდნენ, მაგრამ სანამ შერს დახმარებას ექიმები აღმოუჩნდნენ, მასთან ჯერ ჯანო ანანიძე გაჩნდა. ქართველმა ნახევარმცველმა გონდაკარგულ შვეიცარიელს ენის გადაყლაპვის საშუალება არ მისცა. ექიმებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ შერის წამოსაყენებლად. ფეხბურთელმა თამაში გააგრძელა, მოგვიანებით კი განაცხადა: “საზარელი ეპიზოდი იყო, თუმცა თავად არაფერი მახსოვს. რამდენიმე წამი გათიშული ვიყავი”.
შეხვედრის ეს ეპიზოდი ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა. ჯანოს საქციელზე სოცქსელებსა თუ ცნობილ სპორტულ საიტებზე ორი დღეა აქტიურად წერენ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ილია სულამანიძე ევროპოს ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან...
ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მან სერბი პერისიჩი დამატებით...
ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ოქროს მედლის მფლობელია გახდა. ქართველმა ფინალში თურქ მუჰამედ დემირელს სძლია...
ევროპის ჩემპიონატზე ქართველების მეტოქეები ცნობილია – ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟები პირველ არხზე
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 25-28 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. გაიმართა პირველობის წილისყრა,...
„ლიგა 1-დან და პრემიერლიგიდან“ – ევროპული კლუბები კვარაცხელიათი ინტერესდებიან
„ნაპოლი“ შეიძლება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვოს. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ეკრემ კონური იტყობინება, 23 წლის ქართველით ლიგა 1-დან და...
მოულოდნელი ინციდენტი სტადიონზე-ვინ არის ფეხბურთელი რომელცავ მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა
სერია A-ს 32-ე ტურში "უდინეზესა" და "რომას" მატჩის 72-ე წუთზე "ჯალოროსის" მცველმა ევან ნდიკამ ხელი მკერდზე მოიკიდა და გაზონზე დაწვა....