9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

Read Time:55 Second

35 წლის წინათ, თბილისში, შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს.

1989 წლის 18 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ ლიხნში შეკრებილმა აფხაზთა მრავალრიცხოვანმა მიტინგმა საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფის საკითხი დააყენა. ლიხნის ანტიქართული გამოხდომა დაგმო აფხაზეთის ქართველმა მოსახლეობამ. თბილისში, ინტელიგენციის წარმომადგენელთა შეკრებამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობისგან მომხდარ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოითხოვა, მაგრამ რეაგირება იგვიანებდა. 1998 წლის 4 აპრილს დედაქალაქში მღელვარე მანიფესტაცია დაიწყო.

1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.

შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.

1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაციას შეხვდა
Next post თინა ხიდაშელი: ივანიშვილმა კარგად იცის, რომ საქართველოში, კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილებებს რუსთაველის გამზირი იღებს