82:76 – საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა

Read Time:1 Minute, 34 Second

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთს უმასპინძლა. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარი გამოდგა.

ამ მატჩს არ შეიძლებოდა სამი დღის წინ უკრაინასთან წაგების კვალი არ დატყობოდა, ოღონდ, საკითხავი ის იყო, როგორ აისახებოდა ეს ჩვენს გუნდზე. პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ ქართველებმა რიგაში წაგების შემდეგ ბევრი სწორი დასკვნა გააკეთეს:

პირველი – უკრაინელებმა ქულების დიდი ნაწილი სწრაფი გარღვევებით მოაგროვეს. ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, ესპანელებს ბურთის თავისივე ნახევარზე მიღებისთანავე მჭიდროდ მეურვეობდნენ ხან ანდრონიკაშვილი, ხან ჯინჭარაძე, ხანაც ბაქრაძე. შესაბამისად, ესპანეთი პირველ შეტევას სწრაფად ვეღარ ახორციელებდა და ჩვენი გუნდი დაცვაში დალაგებას ასწრებდა.

მეორე – უკრაინასთან მატჩისგან განსხვავავებით ეფექტურად მოქმედებდა საქართველოს ნაკრების ორი ყველაზე მაღალი კლასის, შენგელიასა და შერმადინის დუეტი: ბურთს მიიღებდა თორნიკე, რომელთანაც 2-3 მეტოქე გადადიოდა და თავისუფალი სივრცე რჩებოდა შერმადინს, რომელიც ბურთს იშვიათად აცილებდა.

მესამე – მატჩი დუდა სანაძის სამქულიანით გაიხსნა, ამას მოჰყვა, ესპანეთის რამდენიმე გაცუდებული შეტევა, ქართველების დამაჯერებელი თამაში მოედნის ორივე მხარეს და თავდაჯერება სათადარიგოებზეც გადავიდა. თუ უკრაინასთან საქართველოს ჩემპიონატის კალათბურთელებს არაფერი გამოუვიდათ, ესპანეთთან კარგად იბრძოდა დაცვაში კახა ჯინჭარაძე და საჭირო სამქულიანიც ჩააგდო. მწვრთნელმა გამოიცნო შეცვლა – შერმადინის ნაცვლად ბექა ბექაური შეუშვა და ეფექტური დაფარებით მასაც თავდაჯერება შეემატა.

მესამე პერიოდის დასაწყისში ქართველები 41:33 დაწინაურდნენ, თუმცა ესპანეთი რის ესპანეთია, ვინმეს ჩამორჩეს – რამდენიმე ეპიზოდში სამქულიანებით და სწრაფი პირველი შეტევით მეოთხე რაუნდის ბოლოს 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 47:43.

მეოთხე პერიოდში თავიდან ბოლომდე თანაბარი თამაში გაჩაღდა და წინასწარ ცხადი იყო, გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთზე უნდა გადაწყვეტილიყო.

საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე 20 წლის რატი ანდრონიკაშვილმა მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და ჩატენვით სხვაობა 3 ქულამდე გაზარდა – 67:64 საქართველოს სასარგებლოდ. სირენამდე 18 წამით ადრე ესპანელებმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრეს – 67:67. ბოლო შეტევა ქართველებს დარჩათ, თორნიკე შენგელის ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა და – ოვერტაიმი.

საქართველოს ანკრების ლიდერებზე ზედმეტი ყურადღება ესპანელებს რატი ანდრონიკაშვილმა არ აპატია, მან ოვერტაიმში ჯარ ჩაჭრის შემდეგ ჩააგდო ორქულიანი, შემდეგ ორი სამიანი მიაყოლა და საქართველო 77:73 დაწინაურდა (სირენამდე 2 წუთით ადრე). მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა სამქულიანით სხვაობა შეამცირეს მაკფადენის სამქულიანით საქართველომ 18 წამით ადრე გამარჯვება დაიბევა.

საბოლოოდ, საქართველომ ისტორიული გამარჯვება იზეიმა – 82:76.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ამ ადამიანებს ევროპული პერსპექტივა საერთოდ არ აინტერესებს. აშკარად მათ ინტერესებშია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიიღოს
Next post გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს: ვიდრე პრაიდზე წახვალ, ერთხელ მაინც, რომელიმე ქრისტიანულ დღესასწაულზე უნდა იყო ნამყოფი, რომ ამით, პატივი სცე იმ საზოგადოებას, რომელშიც ელჩად გამოგგზავნეს