ირაკლი კობახიძე: ამ ადამიანებს ევროპული პერსპექტივა საერთოდ არ აინტერესებს. აშკარად მათ ინტერესებშია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიიღოს

Read Time:51 Second

გუშინ რაც ვიხილეთ, სამწუხაროდ, ცხადყოფს იმას, რომ ამ ადამიანებს ევროპული პერსპექტივა საერთოდ არ აინტერესებს. პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმოქმედებს და გადადიგმება ყველა ნაბიჯი 12-ვე პუნქტის შესასრულებლად.

„დღეს გვქონდა შეხვედრა, სადაც განიხილებოდა დეტალები, რომელიც გეგმის რეალიზაციას უკავშირდებდა. მათ შორის, კონკრეტული შეხვედრები, კონკრეტული თარიღები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დეტალურად გავიარეთ. ჩვენ უკვე ვიწყებთ ამ გეგმის აღსრულებას და რა ტქმა უნდა, ჩვენი შეთავაზებები ძალაში რჩება. ანუ, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება პერსპექტივებსა და დამოკიდებულებას, ოპტიმისტური-არა ოპტიმისტური, ამას ყველაფეერს მოვლენების განვითარება აჩვენებს. გუშინ რაც ვიხილეთ, სამწუხაროდ, ცხადყოფს იმას, რომ ამ ადამიანებს ევროპული პერსპექტივა საერთოდ არ აინტერესებს. პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. აშკარად მათ ინტერესებშია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიიღოს, თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, საწინააღმდეგო, საპირისპირო მიმართულებით. ეს არის ჩვენი ამოცანა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვიმოქმედებთ და ამ ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდგმება ყველა ნაბიჯი 12-ვე პუნქტის შესასრულებლად. ესაა ჩვენი პასუხისმგებლობა. შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს არაოპტიმისტური დამოკიდებულება, თუმცა ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: როგორც არ უნდა დაგატრენინგოს ვიღაც ჩამოსულმა უცხოელმა, თუ როგორ უნდა მოაწყო რევოლუცია, თუ ხალხი ზურგს არ გიმაგრებს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ
Next post 82:76 – საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა