ირაკლი კობახიძე: როგორც არ უნდა დაგატრენინგოს ვიღაც ჩამოსულმა უცხოელმა, თუ როგორ უნდა მოაწყო რევოლუცია, თუ ხალხი ზურგს არ გიმაგრებს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ

Read Time:35 Second

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში პიტერ აკერმანის ვიზიტს, ბაკურიანის შეკრებასა და ბოლო დროს გამართულ აქციებზე განვითარებულ მოვლენებს შორის კავშირზე ისაუბრა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ, ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ვერავითარი ტრენინგი ვერ გამოიწვევს რევოლუციის წარმატებით მოწყობას.

„ბაკურიანში ჩამოსული იყო რევოლუციების ცნობილი ექსპერტი, ბატონი აკერმანი და ისინი [რადიკალური ოპოზიცია] დაატრენინგა, თუმცა, ისინი ერთ რამეს უშვებენ მხედველობიდან – რომ ამ ყველაფერს სჭირდება ერთი რამ, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ ზურგს ხალხის მხარდაჭერა არ გიმაგრებს, ვერანაირი ტრენინგი ვერ გიშველის – როგორც არ უნდა დაგატრენინგოს ვიღაც ჩამოსულმა უცხოელმა, თუ როგორ უნდა მოაწყო რევოლუცია, თუ ხალხი ზურგს არ გიმაგრებს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ. ამას მხედველობიდან უშვებენ და, აქედან გამომდინარე, თავად იყენებენ საკუთარ თავს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც გუშინ ჩაიყენეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე აბიტურიენტებს: თქვენ, განათლებული და საკუთარი საქმის პროფესიონალი ახალგაზრდები ამ ქვეყნის მომავალი ხართ
Next post ირაკლი კობახიძე: ამ ადამიანებს ევროპული პერსპექტივა საერთოდ არ აინტერესებს. აშკარად მათ ინტერესებშია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიიღოს