8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Read Time:1 Minute, 10 Second

სენაკის  რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები  და ბ.გ. და ზ.გ.  წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გაუპატიურების ფაქტზე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასევე, ზ.გ. დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით,  ძალადობით, ჩადენილი  სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე.

„პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით  დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის  21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ.-მ და ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს.

ასევე, დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს, ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ  სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.  ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს  სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) (ორი ეპიზოდი) და 20  წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოს მიერ ზ.გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან) და 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 52 და 65 წლის ცოლ-ქმარს ტყუპი გოგო-ბიჭი შეეძინა – სასიხარულო ამბავი, ბათუმში მოხდა
Next post ხარკოვზე ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი