6 წლის ამერიკელის დაბადების დღეზე კლასელები არ მივიდნენ

Read Time:33 Second

არიზონის შტატის ქალაქ ტუსონში მცხოვრებმა 6 წლის თედიმ დაბადების დღეზე თავისი კლასელები მიიწვია, თუმცა წვეულებაზე არავინ მივიდა. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

ბიჭის დედის სილ მაძინის თქმით, მისი შვილის დაბადების დღე 3 ოქტომბერსაა, მაგრამ იმის გამო, რომ მამა ალასკაზე მუშაობს, წვეულება 21 ოქტომბერს გადაიტანეს.

თედიმ კლასელებისთვის 32 სასაჩუქრე პაკეტი დაამზადა, რომლებშიც მოსაწვევები იყო. ქალის თქმით, მშობლების ნაწილი მას შეჰპირდა, რომ წვეულებაზე მივიდოდნენ, თუმცა 21 ოქტომბერს არც ერთი მიწვეული სტუმარი არ მივიდა.

თედის ფოტო, რომელშიც ის პიცერიაში ცარიელ მაგიდასთან ზის, დედამ გამოაქვეყნა და მალე ვირუსული გახდა.

View image on Twitter

ფოტო იმდენად რეზონანსული გახდა, რომ კალათბურთის ადგილობრივმა გუნდმა „ფინიკს სანსმა“ და საფეხბურთო კლუბმა „ფინიკს რაიზინგმა“ ბიჭს და მის ოჯახს თავიანთ მატჩებზე ბილეთები აჩუქეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ახალციხეში 15 წლის ძალადობის მსხვერპლის სკოლიდან გარიცხვას ითხოვენ. ვიდეო
Next post ქართულმა ოცნებამ საპრეზიდენტო კანდიდატებზე ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა