20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე კიდევ ორმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

Read Time:33 Second

20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე კიდევ ორმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე კიდევ ორმა ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. ბრალდების აღიარების გათვალისწინებით, 2019 წლის 20 ივნისის აქციის ორ მონაწილეს თ.დ-სა და გ.ჯ-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მათ ბრალად ედებოდათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, თ.დ და გ.ჯ ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და ძირითად სასჯელად განესაზღვრათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობით, იგივე გამოსაცდელი ვადით. მათვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასთინ მაქენზი სმითს შეხვდა.
Next post ბავშვების ნახატები, რომელთა გამოც მშობლები „გაწითლდნენ“ (12 ფოტო)