“2 წლამდე ბავშვებმა ცხოველური ცხიმები და ცილები უნდა მიიღონ” – რატომ არის სახიფათო ვეგეტარიანული კვება ბავშვებისთვის

Read Time:40 Second

კვების სპეციალისტების განმარტებით, 2 წლამდე ბავშვებმა ცხოველური ცხიმები და ცილები უნდა მიიღონ. პირველი 6 თვის განმავლობაში პატარები ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას დედის დედის რძიდან ღებულობენ, თუმცა ამ პერიოდის დასრულების შემდეგ მათი კვება მრავალფეროვანი უნდა გახდეს და ის ცხოველური ცხიმებისა და ცილების გარდა ბოსტნეულით, მარცვლეულითა ხილით მდიდარი უნდა იყოს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მდიდარია საკვები პროდუქტები, მით უფრო მცირეა იმის რისკი, რომ რომელიმე საკვები ელემენტის დეფიციტი შეიქმნას.

მათი მტკიცებით, ჯანსაღი დიეტის დროს ადამიანმა არა მხოლოდ ხილი, ბოსტნეული და მარცვლელი უნდა მიიღოს, არამედ კვერცხი და რძის პროდუქტები.

სპეციალისტების განმარტებით ვეგანობა-ვეგეტარიანელობის მკაცრი ფორმა პატარა ბავშვებისთვის საშიშია, რადგან ის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. რკინის დეფიციტს შეუძლია ანემია გამოიწვიოს, ვიტამინ B12-ის ნაკლებობა კი ნევროლოგიურ დაავადებებს იწვევს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის უფროსი სოფო ჯაჯანაშვილი მუშაობას ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც განაგრძობს
Next post კახა კალაძე – თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი