1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნება

Read Time:26 Second

სახმელეთო საზღვრები 1-ლი ივნისიდან გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR-ტესტი. ამასთან, არის რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან უნდა ჰქონდეს ჯანმრეთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ ხარჯებსაც“, – განაცხადა ღიბრაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტები მომხმარებლებს დახურულ სივრცეში შაბათ-კვირასაც მიიღებენ
Next post ვახტანგ მეგრელიშვილი: ძალიან მაწუხებს პარლამენტის შემოსასვლელში რკინის ღობე, ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ – ყოველ დილას ციხეში შესვლა არ მინდა