ვახტანგ მეგრელიშვილი: ძალიან მაწუხებს პარლამენტის შემოსასვლელში რკინის ღობე, ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ – ყოველ დილას ციხეში შესვლა არ მინდა

Read Time:30 Second

ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა მე არ მინდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში, სესიაზე განაცხადა.

„ბევრი რაღაც მინდოდა მეთქვა, რადგან პირველი გამოსვლაა. გუშინაც ვლაპარაკობდით, რომ რა არის ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც შეიძლება ვთქვა და მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე, რადგან თქვენ ყველაფერს შეეხეთ. გადავწყვიტე, რაც მართლა მაწუხებს ის გითხრათ. ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, რომ უყურებ, ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა მე არ მინდა. ამიტომ დავიწყე თქვენთან კომუნიკაცია, ვის მოსწონს ეს ღობე და ვის არა, გარწმუნებთ რომ უმრავლესობას არ მოსწონს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნება
Next post გიგა ბოკერია: მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, არ შეუერთდეს „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს