1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტები მომხმარებლებს დახურულ სივრცეში შაბათ-კვირასაც მიიღებენ

Read Time:22 Second

1-ლი ივნისიდან კვების ობიექტები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში აღარ იმუშავებენ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კვების ობიექტებს აქვთ უფლება, შაბათ-კვირას, სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება. მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ. ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთ სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეთი თუ სხვა“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Next post 1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნება