ჯუანშერ ბურჭულაძე: ამდაგვარი კვება ჩვენს ჯარში არასდროს ყოფილა – თუკი საქართველოში რამე ძვირფასი საკვებია, ამით იკვებება დღეს ჩვენი ჯარი

Read Time:30 Second

ჩვენ გვაქვს კვების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, რომელსაც კვალიფიციური თანამშრომლები უძღვებიან, ამდაგვარი კვებაც კი ჩვენს ჯარში არასდროს ყოფილა. თუკი საქართველოში რამე ძვირფასი საკვებია, ამით იკვებება დღეს ჩვენი ჯარი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„რუსული პროდუქცია, რომელსაც ალბათ ალტერნატივა არ ჰქონდა და იმდენად მინიმალური ღირებულების და რაოდენობის არის, ამაზე ლაპარაკიც როგორ შეიძლება. სამხედრო მოსამსახურეების 70% ეს საკვები თვალით არ აქვთ ნანახი და იმ დარჩენილ 30 პროცენტ, რომელსაც ამ საკვების მიღება მოუწია ალბათ წელიწადში ორჯერ გამოიყენა. სამხედროების სრულ უმრავლესობას რომ ჰკითხოთ: არის თუ არა ეს საკვები ჯარში, გეტყვით რომ – არა, ან არ უნახავს ან არ ახსოვს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი: ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს 30 წელია, რადგანაც გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის. გვჯერა, რომ თქვენი დნმ, ისტორია, კულტურა, ტრადიციები ევროპასთან სრულ თანხვედრაშია
Next post თელავთან, კურორტ თორღვას აბანოსთან მიწისძვრა მოხდა