ჯო ბაიდენმა ნევადის შტატის საპრეზიდენტო პრაიმერიზში გაიმარჯვა

Read Time:31 Second

ამერიკის პრეზიდენტმა ნევადის შტატის საპრეზიდენტო პრაიმერიზში, ფაქტობრივად, ოპონენტების გარეშე გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან ხმების 89% მიიღო. დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებმა ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე ნაკლები მიიღეს.

პრაიმერიზი ნევადაში რესპუბლიკელებმაც ჩაატარეს. დონალდ ტრამპის ერთადერთმა კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ გამარჯვება ვერ მოიპოვა – იმის მიუხედავად, რომ თავად ტრამპი ამ პრაიმერიზში არ მონაწილეობდა, ამომრჩეველთა უმეტესობამ – 62%-მა აირჩია ვარიანტი „არცერთი კანდიდატი“, თავად ჰეილის კი მხარი 30%-მა დაუჭირა.

მომდევნო პრაიმერიზი მიჩიგანის შტატში გაიმართება. ე.წ. პირველად არჩევნებში, სადაც კენჭისყრა პირდაპირი წესით მიმდინარეობს, ამერიკელი ამომრჩევლები თითოეულ შტატში, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატს ირჩევენ. ახლანდელი პროგნოზით, 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს
Next post ტრაგედია ასურეთში – საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა