ჯო ბაიდენი: ერთიანი უნდა იყოს არა მარტო ნატო, არამედ ევროკავშირი და დიდი შვიდიანი. ასე შევაჩერებთ პუტინს, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა

Read Time:37 Second

ერთიანი უნდა იყოს არა მარტო ნატო, არამედ ევროკავშირი და დიდი შვიდიანი. ასე შევაჩერებთ პუტინს, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ჯო ბაიდენი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა და მას აღნიშნულ პოსტზე მეორედ არჩევა მიულოცა. ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

„მე შევხვდი ვლადიმერ პუტინს გასულ წელს და ნათელი იყო, რომ მისი ზრახვები ჩვენი ზრახვებისგან განსხვავდებოდა. ის ცდილობს, დაამტკიცოს, რომ დემოკრატიას 21-ე საუკუნეში ფუნქციონირება არ შეუძლია. კონსენსუსის მიღწევა რთულია და ავტოკრატიას პროცესების მართვა შეუძლია. ჩემი ამოცანა დემოკრატიის მშენებლობა და ერთობის შენარჩუნებაა. მე ამაზე არ ვხუმრობ. ჯერ კიდევ ვიცე-პრეზიდენტობიდან ვამბობ, რომ პუტინს ნატოს დაშლა უნდა. ერთიანი უნდა იყოს არა მარტო ნატო, არამედ ევროკავშირი და დიდი შვიდიანი. ასე შევაჩერებთ პუტინს, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა ბაიდენმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპარლამენტის პრეზიდენტი: დემოკრატიული სამყარო დღეს უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ერთი თვის წინ იყო
Next post ირაკლი შოთაძე 2008 წლის ომთან დაკავშირებულ საქმეზე: სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად, ასობით მტკიცებულება მოვაგროვეთ, რამაც მნიშვნელოვანი როლი იქონია ქართული მხარის გამარჯვებაში