ჯო ბაიდენი: აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს

Read Time:39 Second

აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

„შეხვედრის ატმოსფერო კარგი და დადებითი იყო. დავაფიქსირეთ ის საკითხები, რომელშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ამერიკამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ დავბრუნდით და ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს.

„ჩვენ უნდა შევძლოთ თანამშრომლობა იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია. რაც შეეხება იმ სფეროებს, სადაც უთანხმოება გვაქვს, მინდა, რომ პრეზიდენტ პუტინს ესმოდეს, თუ რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს დღის წესრიგი ამერიკელი ხალხისთვისაა. პრეზიდენტ პუტინს ასევე ვუთხარი, რომ ადამიანის უფლებების თემა ყოველთვის იქნება დღის წესრიგში. ამიტომაც წამოვწიე ალექსეი ნავალნის საკითხი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: კახა კალაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა
Next post ჯო ბაიდენი: ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს