ირაკლი ღარიბაშვილი: კახა კალაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა

Read Time:37 Second

კახა კალაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა, ის სტანდარტი, რაც ნამდვილად ევროპულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 9 მარტისა და დედაენის ბაღის გახსნაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისის მერმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა დედაქალაქში.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი პროექტი, ის დიდი საჩუქარი, რომელიც ჩვენმა მერმა, ბატონმა კახა კალაძემ სიურპრიზად გაუკეთა ჩვენს ქალაქს. ვუყურებთ რა ამ განახლებულ 9 მარტისა და დედაენის პარკებს, არ შემიძლია ემოციებით არ გადმოვცე ის, რასაც მე ახლა ვგრძნობ. კახა კალაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა, ის სტანდარტი, რაც ნამდვილად ევროპულია. მან თავისი შრომითა და ნიჭიერებით ძალიან ბევრი, რამ გააკეთა ჩვენს დედაქალაქში, ძალიან ბევრი პარკი, ბევრი სკვერი, ბევრი რეკრეაციული სივრცე მოაწყო და აჩუქა ჩვენს ქალაქს. მადლობა მას ამისთვის, მადლობა კახა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გივი მიქანაძე: ბოლო დღეებში საზოგადოებამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების უპრეცედენტო რაოდენობა იხილა
Next post ჯო ბაიდენი: აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს