ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი: ჩვენ უელსისთვის არ მოგვიგია. ვულოცავთ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას

Read Time:25 Second

აშშ-ის ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი „ბორჯღალოსანთა” უელსში გამარჯვებას ფეისბუქზე ეხმიანება

კარდიფში „ბორჯღალოსანთა” ისტორიულმა გამარჯვებამ რაგბის სამყაროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოვა გამოხმაურება.

აშშ-ის ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი თავის ფეისბუქ-გვერდზე აცხადებს, რომ  მთელი მსოფლიოდან იღებს მილოცვებს და ეს სასიამოვნოა. ამასთან, ჯორჯიის რაგბის კავშირი აღნიშნავს, რომ უელსი არა ჯორჯიის შტატის ნაკრებმა, არამედ საქართველომ დაამარცხა და ულოცავს მას ისტორიულ გამარჯვებას

„მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებთ მილოცვის წერილებს, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ჯორჯიის რაგბის კავშირს (აშშ), დღეს უელსი არ დაგვიმარცხებია.

მაგრამ მადლობა.

ვულოცავთ საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – პოლარიზაცია უნდა ახასიათებდეს დემოკრატიას, ჩვენთან პრობლემა რადიკალიზმია, მუდმივი საუბარი რევოლუციაზე და რიგგარეშე არჩევნებზე
Next post რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში და არა რეანიმაციულ, ან ინტენსიურ ბლოკში