ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი წითელ ზღვაში საზღვაო მისიის შექმნას 19 თებერვალს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დაამტკიცებს

Read Time:51 Second

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი წითელ ზღვაში საზღვაო მისიის შექმნას 19 თებერვალს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დაამტკიცებს. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მხარე უნდა ეცადოს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარების ესკალაცია თავიდან აირიდონ.

ბორელს აშშ-ის მიერ სირიასა და ერაყში განხორციელებულ დარტყმებზე ჰკითხეს, რაზეც ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პასუხი თავდასხმაზე მოსალოდნელი იყო.

„ცხადია, ყოველი თავდასხმა ხელს უწყობს ესკალაციას და მინისტრებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ამ პროცესის გამო. თუმცა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოვუწოდოთ ყველას, გააცნობიერონ, რომ ნებისმიერ მომენტში ამ თავდასხმების და კონტრთავდასხმების სერიებმა შესაძლოა, წარმოშვას უფრო დიდი ინციდენტი. ჩვენ ვმონაწილეობთ ამის თავიდან აცილების მცდელობაში წითელ ზღვაში საზღვაო მისიის დაწყებით, რომელიც ვიმედოვნებ, რომ დამტკიცდება საგარეო საქმეთა საბჭოს მომავალ სხდომაზე ორი კვირის შემდეგ და დაუყოვნებლივ იქნება ამოქმედებული, რადგან ჩვენ გვაქვს საკმარისი საზღვაო შესაძლებლობები ამის დასაწყებად. მანამდე კი, ვინაიდან ჩვენ არ გვყავს ადგილზე წარმოდგენილი სამხედრო ძალები, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ვეცადოთ, გამოვიყენოთ ჩვენი დიპლომატიური შესაძლებლობები, რათა თავიდან ავიცილოთ ქმედებებისა და რეაქციის მზარდი დონე“, – განაცხადა ბორელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კეკელიძეზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
Next post ლევან ხაბეიშვილი: ყველა ქართველის ადგილი არის საქართველოში, მათთვის შეიქმნება ღირსეული სამუშაო ადგილები