ჯეიმს კლევერლი: სუვერენული უფლება საქართველოს ხალხისა, რომ განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი დამოუკიდებლად, უნდა იყოს დაცული

Read Time:41 Second

სუვერენული უფლება საქართველოს ხალხისა, რომ განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და ბედი დამოუკიდებლად, უნდა იყოს პატივნაცემი და დაცული, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს კლევერლიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის საკითხზე, როგორც სანქციებთან დაკავშირებით, ასევე ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებისთვის. სუვერენული უფლება საქართველოს ხალხისა, რომ განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი დამოუკიდებლად, გარე ჩარევის გარეშე უნდა იყოს პატივნაცემი და დაცული. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი და ამიტომაც ვაგრძელებთ მხარდაჭერას თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის“, – აღნიშნა ჯეიმს კლევერლიმ.

6 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, სტუმარს ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფემიციდის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
Next post კახა კალაძე: არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ააყირავონ