კახა კალაძე: არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ააყირავონ

Read Time:39 Second

არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ააყირავონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება რომელიღაც კონკრეტული პარტია ან პოლიტიკოსი ვერ გაარჩიონ და ვერ თქვან, რომელი პოლიტიკური პარტიაა.

„იქ იყვნენ ადამიანები, ვისაც მართლა ევროპული მომავალი აღელვებთ, ეს თემა მათთვის წითელი ხაზია და ბევრია საქართველოში ასეთი ადამიანი. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. ასევე, იქ იყო, „გირჩის“ ახალგაზრდული, რომელიც სპეციალურ ტრენინგებს გადის, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდები, „ფრანკლინის სკოლა“ და ეს საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა. მასთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. როდესაც შეტაკებები დაიწყო, იყო მოლოტოვის კოქტეილების, ქვების სროლა. სპეცდანიშნულების ჯგუფი დაიხევდა უკან, შეაჩერებდა ყველანაირ დაშლას, მაშინვე უკან ბრუნდებოდნენ და იგივე გრძელდებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდებოდა, რომ გარკვეული არეულობა და დაპირისპირებები კიდევ უფრო სიღრმეებში წასულიყო, მაგრამ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ააყირავონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯეიმს კლევერლი: სუვერენული უფლება საქართველოს ხალხისა, რომ განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი დამოუკიდებლად, უნდა იყოს დაცული
Next post სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა