ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფემიციდის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

Read Time:49 Second

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფემიციდის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსი ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა და საგამოფენოდ 20 საკონკურსო ნამუშევარი შეირჩა.

მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმართა. თამარ ტყეშელაშვილი კონკურსის მონაწილეებს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

„იუსტიციის სამინისტრო არის ის ერთ-ერთი სამაგალითო უწყება, სადაც დასაქმებულ ქალთა რაოდენობა ჭარბობს მამაკაცების რაოდენობას, განსაკუთრებით, მენეჯერულ პოზიციებზე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი თანამშრომელი ქალების უფლებები იყოს დაცული როგორც ოჯახში, ისე სისტემის ფარგლებში, და მთლიანად საზოგადოებაში. ამ გრძელ და გამოწვევებით სავსე გზაზე ჩვენ არაერთი საინფორმაციო თუ საკონსულტაციო შეხვედრა გავმართეთ მიზნობრივ ჯგუფებთან და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

კონკურსის გამარჯვებულს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ საჩუქარი გადასცა, სხვა მონაწილეები კი სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

მხატვრული ნამუშევრების კონკურსი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დიდ დიღომში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებელია შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა
Next post ჯეიმს კლევერლი: სუვერენული უფლება საქართველოს ხალხისა, რომ განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი დამოუკიდებლად, უნდა იყოს დაცული