ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დიდ დიღომში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებელია შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა

Read Time:36 Second

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, სახალხო დამცველის აპარატი ფაქტს შეისწავლის.

მისივე თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებელია, შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა.

„სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება.

სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი დღეს დილით იპოვეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობას გაეცნო
Next post ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფემიციდის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო