ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საბაჟო დეპარტამენტში სახელმწიფო სპეციალური წოდებების შემოღებას დაუჭირა მხარი

Read Time:52 Second

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი და ერთხმად დაუჭირა მხარი.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანია შემოსავლების სამსახურში შემავალ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს დაუწესდეს სპეციალური წოდებები.

მისი თქმით, საბაჟო დეპარტამენტში სახელმწიფო სპეციალური წოდებების შემოღება, თანამშრომლებისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიებისა და კომპენსაციების უზრუნველყოფით, აუცილებელია კვალიფიციური კადრების მოზიდვის/დამაგრების და მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით.

„აღნიშნული საშუალებას მისცემს საბაჟო ორგანოს, ხარისხობრივად შეიცვალოს კარიერული წინსვლის ჩარჩო სტანდარტები და შექმნის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მოტივაციის წინაპირობას, რაც სულ მცირე 70-80 პროცენტით შეამცირებს კადრების გადინებას“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კანონპროექტის მიღების შედეგად შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიენიჭება სპეციალური სახელმწიფო წოდება. შედეგად, აღნიშნული წოდების მქონე თანამშრომლები მიიღებენ შრომის ანაზღაურებას, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოსაგან, აგრეთვე, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატისაგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისგან.

ამასთან, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს უფლება ექნება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ერთი კვირის განმავლობაში ნარატივი დაალაგეს, რომ სამსახურის ავტომანქანის სარგებლობისთვის დასაჯეს ნიკა გვარამია. როგორ ფეიკთან გვაქვს საქმე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამსახურის საერთოდ არ ყოფილა ის ავტომანქანა
Next post ბადრი ჯაფარიძე: კობახიძის ბოდვას ბრიუსელში ჯანმრთელი ადამიანის განცხადებად არ აღიქვამენ