ბადრი ჯაფარიძე: კობახიძის ბოდვას ბრიუსელში ჯანმრთელი ადამიანის განცხადებად არ აღიქვამენ

Read Time:34 Second

“კობახიძის განცხადებებს იქ არ აღიქვამენ სერიოზულად და მის ადრე მხარდამჭერს მიაჩნია, რომ შესაძლოა ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა”, – ასე პასუხობს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე “ტვ პირველის”წამყვანის კითხვას, ბრიუსელში დერეფნებში ვის ეხვეწებოდა, რომ არ მიგვიღოთ ევროკავშირშიო.

“კი, ასე მითხრეს მათ. ბრიუსელში მყოფ ადამიანს თუ მიუტანენ თარგმანს, რა თქვა კობახიძემ, არ შეიძლება ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს არის ნორმალური. ეს მითხრა, მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფის წევრმა.

იმის თქმა მინდა, რომ ის ბოდვა, რომელიც განკუთვნილია საქართველოში ადამიანების გონების ასარევად, იქ ის არ აღიქმება როგორც ჯანმრთელი ადამიანის განცხადებები. მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. არ არის სასიამოვნო, როდესაც მმართველ პარტიას ჰყავს თავმჯდომარე, რომლის განცხადებებიც არ აღიქმება ჯანმრთელად ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს დედაქალაქში და ისტორიულ მომენტში,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საბაჟო დეპარტამენტში სახელმწიფო სპეციალური წოდებების შემოღებას დაუჭირა მხარი
Next post მამუკა მდინარაძე: ვერ წარმომიდგენია, საქართველო ვიღაცამ დასაჯოს იმის გამო, რომ ათასობით და ათი ათასობით ადამიანს დაღუპვისგან იცავს, ამის იმედი უნდა ვიქონიოთ