მამუკა მდინარაძე: ერთი კვირის განმავლობაში ნარატივი დაალაგეს, რომ სამსახურის ავტომანქანის სარგებლობისთვის დასაჯეს ნიკა გვარამია. როგორ ფეიკთან გვაქვს საქმე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამსახურის საერთოდ არ ყოფილა ის ავტომანქანა
ერთი კვირის განმავლობაში ნარატივი დაალაგეს, რომ სამსახურის ავტომანქანის სარგებლობისთვის დასაჯეს ადამიანი და როგორ ფეიკთან გვაქვს საქმე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამსახურის საერთოდ არ არის ის ავტომანქანა, რომელზეც ისინი საუბრობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მანქანა, რომელზეც საუბრობენ და მთელი ნარატივი ააგეს, „რუსთავი 2-ის“ საკუთრება არ ყოფილა. ნიკა გვარამიამ თავისი მეგობრის კომპანიას გაუფორმა ბარტერი და ტელეკომპანიას 67 000 ევროს ზარალი მიაყენა. რომ აღარაფერი ვთქვათ, 6 მილიონ 700 000 ლარზე.
„რუსთავი 2“-ის არასდროს ყოფილა ის ავტომანქანა. ნიკა გვარამიამ თავისი მეგობრის კომპანიის სახელზე გაფორმებინა და 67 000 ევროს ზიანი მიაყენა კომპანიას – ანუ, ბარტერი გააკეთა „რუსთავი 2“ – მა. „რუსთავი 2“-ის არასდროს ყოფილა ის ავტომანქანა. ანუ, როგორ ფეიკთან და სკანდალთან გვაქვს საქმე, რომ ერთი კვირის განმავლობაში ალაგებდნენ ნარატივს, რომ სამსახურის ავტომანქანის მოხმარებისთვის დააკავეს. რატომ დაჰყავს პრემიერ-მინისტრს თავისი შვილები ავტომანქანით, რომ საჯარო მოხელეების შვილები დადიან სკოლაში. აი, ამ სიღრმეებში შევიდნენ და ამ დროს, ნიკა გვარამიას მაშინდელი სამსახურის არასდროს ყოფილა ეს ავტომანქანა. თავი რომ დავანებოთ იმ ზიანს, რაც მან კომპანიას 6 მილიონ 700 000-ის ფარგლებში მიაყენა. 220-ე მუხლი, სწორედ იმას გულისხმობს, რომ საკუთარი ორგანიზაციის საწინააღმდეგო მოქმედებაა ხდება მენეჯერის მხრიდან. თუ ეს ქმედება ჩაიდინა ადამიანმა, თუ დანაშაული გვაქვს ჩადენილი, რა მნიშვნელობა აქვს მედია მენეჯერია თუ არა. ეს არის, სწორედ ანტიდასავლური ფეიკრიტორიკა. ეს არის, სწორედ დასავლეთის საწინააღმდეგო, ეს არის სწორედ დემოკრატიის და სამართლიანობის პრინციპის საწინააღმდეგო ფეიკ-მოქმედებები, რომელსაც ნაცმოძრაობა – ომისა და ღალატის პარტია ახორციელებს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...