იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის შედეგად იმერეთში პრობაციონერები დასაქმდნენ

Read Time:26 Second

იმერეთში 10 პრობაციონერი დასაქმდა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის ბენეფიციარებს პროფესიული გადამზადების გავლის შემდეგ, საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცათ.

ქუთაისში, ზესტაფონსა და ბაღდათში დასაქმებული პრობაციონერების სამუშაო პირობებსა და საქმიანობას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გაეცნო.

ქიმწმენდის აპარატი ავტოსამრეცხაოსათვის, მეტალოპლასტმასის საამქროში სამუშაო იარაღების ნაკრები, ხელის მოტობლოკი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და სილამაზის სალონის მუშაობისთვის საჭირო ტექნიკა ბენეფიციარებს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულმა კომპანია „იმერეთის განვითარების ცენტრმა“ გადასცა.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი მიზანი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ზარქუა – ოპოზიციამ რაც უნდა იჭიკჭიკოს, თითქოს მოხარული არიან, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ვინ სად რას ლაპარაკობს
Next post მამუკა მდინარაძე: ერთი კვირის განმავლობაში ნარატივი დაალაგეს, რომ სამსახურის ავტომანქანის სარგებლობისთვის დასაჯეს ნიკა გვარამია. როგორ ფეიკთან გვაქვს საქმე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამსახურის საერთოდ არ ყოფილა ის ავტომანქანა