ჯანმო: პანდემიასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული სიკვდილიანობის ოფიციალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირებულია

Read Time:33 Second

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული სიკვდილიანობის ოფიციალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წელს პანდემიის შედეგად სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელმა, სულ მცირე, 3 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც 1.2 მილიონით მეტია ოფიციალურ მონაცემებზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 164 523 894 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 412 032 ადამიანი გარდაიცვალა.

„ეს რიცხვი ორჯერ ან სამჯერ მეტია. ვფიქრობ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი სადღაც 6–8 მილიონი ადამიანია“, – განაცხადა სამირა ასმამ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანაშემწემ.

ჯანმოს მონაცემთა ანალიტიკოსმა, უილიამ მესმბურიმ აღნიშნა, რომ ეს შეფასება მოიცავს როგორც არარეგისტრირებულ COVID-19-ით სიკვდილიანობას, ასევე ირიბი მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობას, როგორიცაა საავადმყოფოებში ადგილების არარსებობა და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა
Next post მიხეილ სარჯველაძე – 26 მაისსა და 7 ნოემბერს ადგილი ჰქონდა მსხვილ სამართალდარღვევებს, ამის ამნისტირების მიზეზი რეალურად არ არსებობს