მიხეილ სარჯველაძე – 26 მაისსა და 7 ნოემბერს ადგილი ჰქონდა მსხვილ სამართალდარღვევებს, ამის ამნისტირების მიზეზი რეალურად არ არსებობს

Read Time:27 Second

26 მაისსა და 7 ნოემბერს ადგილი ჰქონდა მსხვილ სამართალდარღვევებს, ამის ამნისტირების მიზეზი რეალურად არ არსებობს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ იაგო ხვიჩიას ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე მუშაობა ფუჭი იქნება.

„არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რაღაც პოლარიზების ხარისხს განაპირობებდეს 26 მაისის და 7 ნოემბრის შემთხვევები. იქ ადგილი ჰქონდა მართლაც მსხვილ სამართალდარღვევებს და ამის ამნისტირების რაიმე საჭიროება და მიზეზი რეალურად არ არსებობს. ვფიქრობ, ეს ფუჭი შემოქმედებაა ამ შემთხვევაში ჩვენი კოლეგების მხრიდან. ამას ნამდვილად არ გააჩნია არავითარი წინაპირობა. ზედმეტად ორიგინალური ინიციატივაა, რომ ამაზე სერიოზულად მუშაობის დაწყება ღირდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანმო: პანდემიასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული სიკვდილიანობის ოფიციალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირებულია
Next post ნინო ბურჯანაძე-საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვანი შენიშვნებია და ძალიან მნიშვნელოვანია, გასწორდეს ის ხარვეზი, რის ჩამოყალიბებასაც ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს