ჯანდაცვის მინისტრი: მინდა ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს – ეს რეკომენდაციები არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებად, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა

Read Time:34 Second

მინდა დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, მინდა ასევე ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს – ეს რეკომენდაციები არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებად. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა პანდემიასთან ბრძოლაში არსებული რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„აუცილებელი არის, რომ დაცული იყოს ყველა რეგულაცია და მე ძალიან კარგად ვიაზრებ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა. მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით სიკვდილისა და სიცოცხლის ბრძოლაში და თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაში, ალბათ დამერწმუნებით, რომ უპირველესი რჩება არა ეკონომიკა, არამედ თითოეული ჩვენი გვერდში მდგომი, ჩვენი მეზობლის, ჩვენი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას გთხოვთ, იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდპანდემია“, – განაცხადა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დააყენა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა შვიდ არჩევნებში გაიმარჯვა