ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დააყენა

Read Time:1 Minute, 17 Second

ჩვენი სახელმწიფოსა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულმა უმძიმესმა პროვოკაციამ, რომელიც არა თუ ვერ აიცილა სააკაშვილის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, არამედ ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დააყენა, რასაც წარმოადგენს ტერიტორიის 20%-ის რუსეთის მიერ ოკუპაცია და ძირძველი ტერიტორიების ე.წ. აღიარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სურს მოსახლეობას შეახსენოს, რომ აღნიშნულის მიუხედავად, სააკაშვილის ყოფილი გუნდის წევრები დღეს გამოდიან და ბედავენ პოლიტიკაში დარჩენას.

„ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ განვმარტო. ჩვენი სახელმწიფოსა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულმა უმძიმესმა პროვოკაციამ, რომელიც არა თუ ვერ აიცილა სააკაშვილის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, არამედ ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დააყენა, რასაც წარმოადგენს ტერიტორიის 20%-ის რუსეთის მიერ ოკუპაცია და ძირძველი ტერიტორიების ე.წ. აღიარება. მათ შორის, იმ ძირძველი ტერიტორიის, ცხინვალის რეგიონს ვგულისხმობ, რომელსაც მოღალატე სააკაშვილი „ქვების გროვას“ უწოდებდა. ესაა მისი სიტყვები. ეს ჩემი ინტერპრეტაცია არ არის.

მინდა მოსახლეობას შევახსენო – სწორედ ეს ადამიანებია, რომლებიც დღეს გამოდიან და ბედავენ, ჯერ ერთი, ბედავენ პოლიტიკაში დარჩენას. ის ძალა, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთს დაუკანონა და ოკუპაცია მოახდენია. უამრავი ადამიანი ჩაიხოცა, კონცერტი მოაწყვეს, სამარცხვინო, მართლაც კატასტროფული სურათი ვიხილეთ რუსთაველზე. 9 აგვისტოს ვიხილეთ იმდროინდელი პრეზიდენტ, სააკაშვილის სამარცხვინო სიცილი, ვითომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, იმ დროს, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები იხოცებოდნენ! აი, ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე!

ასევე, კიდევ ერთი მინდა ვთქვა – წინა ხელისუფლების ლიდერები, მათ შორის, მინდა ვთქვა კანდელაკი, გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გივი თარგამაძე და დავით დარჩიაშვილი – ამ ადამიანებმა, ასე ვთქვათ, სააკაშვილის მანდატით, ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს კაპიტულანტურ რეზოლუციას, სადაც კონფლიქტის დაწყებაში ჩვენი სამხედრო ძალებია დადანაშაულებული. წინა ხელისუფლების ლიდერებმა ამ განმარტებას სააკაშვილის დავალებით მოაწერეს ხელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – უნდა გვახსოვდეს რუსული აგრესია, უნდა გვახსოვდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ღალატი, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს და მისი გაყიდვის შესაძლებლობა აღარასდროს აღარავის მივცეთ
Next post ჯანდაცვის მინისტრი: მინდა ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს – ეს რეკომენდაციები არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებად, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა