ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა⚽

Read Time:26 Second

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და ტურნირი ჩატარებულ 9 მატჩში 2 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დაასრულა. „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალურ ეტაპზე, „მილანთან“ დაპირისპირებაში გამოეთიშა, თუმცა უეფამ აღნიშნული ტიტული სწორედ ქართველ ფეხბურთელს მიანიჭა.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს „დინამო ბათუმიდან“ შეუერთდა და გუნდს დიდხნიანი პაუზის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა, თავად კი სადებიუტო სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: გვქონდა კულუარული ინფორმაცია, რომ როგორც კი გაიგეს ჩვენი კანონის შესახებ, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა: „ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს“
Next post დავით ზურაბიშვილი: დაახლოებით 300 ათასი ახალი ამომრჩეველი გვყავს, ეს არის სრულიად ახალგაზრდა თაობა, რომელიც ნაკლებ მოსალოდნელია ხელისუფლებას დაუჭიროს მხარი